ფეისბუქ-მომხმარებელი ზურა კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ფეისბუქზე და ახლა უკვე ტიკ-ტოკზეც თუ ნახავთ ვინმე აგრესიულს, რომელიც იგინება და იწყევლება პოპულარული პირების, მთავრობის და მისი მომხრეების მიმართ, იცოდეთ რომ აბსოლუტური უმრავლესობა არიან ემიგრანტები ან ემიგრაციაში წასვლის მსურველები.
ვინმემ შეიძლება იკითხოს რატომ ემიგრანტებიო. აქ საუბარი არ არის იმ პირებზე ვინც სამუშაოდ წავიდა, მათ ღმერთმა ხელი მოუმართოს, საუბარი მაქვს იმ პირებზე ვისაც სურს აგრესიული გამოხტომებით, დევნილის მანტიით შემოსილმა, ჯერ ბინადრობის უფლება მიიღოს, თავშესაფარი, შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს იმ სახელმწიფომ, ხოლო შემდეგ იქნებ მოქალაქეობაც მიიღონ.
ამ 30 წლის განმავლობაში ემიგრაციის რამდენიმე ტალღა იყო. იმისთვის რომ ევროპასა და ამერიკაში თავშესაფარი მიიღოს პირმა ამისთვის მას უნდა დევნიდნენ მის ქვეყანაში, ეს არის ყველაზე აპრობირებული მეთოდი.
ემიგრანტები საქართველოდან მიდიოდნენ ევროპაში და ამბობდნენ ხელისუფლებაში ფაშისტი გამსახურდია მოვიდა, არაქართველებს გვდევნიანო. მერე ზვიადისტები ვართ მხედრიონი დაგვსდევსო, შემდეგ მხედრიონელები წავიდნენ, შევარდნაძე გვდევნის, ჩვენი ლიდერი ჯაბა დაიჭირესო. ამას მოყვა იეღოველები, ლგბტ-ეები, ნაცებისგან დევნილი ოპოზიცია, ბიძინასგან დევნილი ნაცები.
ბოლოს ევროპა-ამერიკაში თქვეს, ასე იოლად რაღაც უბრალო საბუთით თავშესაფარს ვერ მოგცემთ, მეტი მტკიცებულება გვჭირდება რომ მართლა გდევნიანო. მოიფიქრეს აფრიკა-აზიის წარმომადგენლებმა გამოსავალი- საკუთარ ქვეყანაში ვინმე ავტორიტეტულ პოლიტიკურ თუ სასულიერო პირს ფეისბუქზე გინება დაუწყეს, პასუხიც დაუბრუნეს გინებით, ესენი კი ჩავიდნენ ევროპაში ნახეთ მემუქრებიან თავშესაფარი მომეცითო, მისცეს. ბინა და კვების ფული გამოუყვეს.
აბა ქართველები ხომ არ ჩამორჩებოდნენ სხვებს და ეს მეთოდი აქაც გამოიყენეს. პირველად თავშესაფრის მიღების მეთოდი ვინმე რატიანმა გამოიყენა.
2018 წლის იანვარში დილიდან ფეისბუქი და ტელევიზიები აჭრელდა ინფორმაციებით -წუხელ პოლიციამ სცემა და დააკავა პოეტი რატიანიო. არავინ იცნობდა მას, მაგრამ ბუღაძე, ამაღლობელი და სხვები ყვიროდნენ პოეტია და პოეტის დაკავება ვის გაუგიაო. იმ საღამოს საზმაუ აქვეყნებს ვიდეოს, ვითომ მათი ჟურნალისტი შემთხვევით შეესწრო რატიანის დაკავების მომენტს. ამ ვიდეოში ჩანს პოლიცია როგორ აკავებს მთვრალ მამაკაცს, რომელიც აგინებს პოლიციას და პატრიარქს. რა შუაში იყო პატრიარქი? არადა სწორედ ასეთი ვიდეო სჭირდებოდა რატიანს, სადაც პატრიარქს აგინებს, მისი გამოქვეყნება უნდოდა რომ საზღვარგარეთ გაქცეულიყო. იმავე საღამოს სრულიად სამართლიანად აღშფოთებული ხალხი აკომენტარებდნენ და აგინებდნენ რატიანს, პატრიარქს რატომ აგინებს, სად პატრული და სად პატრიარქიო. მეორე დილით მწერალ-პოეტთა შანტრაბა ბუღაძე-ამაღლობელის მეთაურობით კულტურის მინისტრთან მიიჭრნენ- 37 წელი დაბრუნდა, პოეტი დაიჭირეს, სანამ არ გამოუშვებენ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო. ვუყურებდი ამ მასკარადს და მეცინებოდა. ცოტა ხანში გამოაცხადეს კულტურის სამინისტროში ახლადდანიშნული შსს მინისტრი მივიდაო. ვიფიქრე გახარია ამ შანტრაბას საკადრის პასუხს გასცემსთქო. ცოტა ხანში ისევ გამოაცხადეს შსს მინისტრთან შეხვედრა შედეგიანი იყო და მწერლები კომენტარს გააკეთებენო. ბუღაძე-ამაღლობელმა, მინისტრი ობიექტურად მიუდგა საქმეს, ბოდიში მოგვიხადა და დაგვპირდა ჩვენი კოლეგის გათავისუფლებასო. პირველი ბოდიში გახარიამ ნარკომანებს კი არა, პატრიარქის მაგინებელ რატიანს და მისნაირ პოეტ-მწერლებს მოუხადა.
მეორე დღეს სასამართლომ გირაოთი გამოუშვა რატიანი, გაფრთხილება მისცეს პოლიციელებს( არაფერი დაუშავებიათ მაგრამ საქმეს სჭირდებოდა ასე) , ვიდეოს გამოქვეყნებისთვის დააჯარიმეს საზმაუ, პერსონალური მონაცემებია და არ უნდა გაეშვა ეთერშიო. რატიანი სხვა მისნაირებთან და ტელევიზიების თანხლებით სასამართლოდან აეროპორტში წავიდა. რატიანის მხარდამჭერები გაყვიროდნენ -პატრიარქის ბნელი მომხრეები მას მოკლავენ, ამიტომ აქედან უნდა წავიდესო. რატიანი გერმანიაში გაფრინდა და ხუთი წელია იქ არის. საემიგრაციო სამსახურს წესი ჰქონია, ყოველწლიურად იხილავს პირთა საქმეებს რამე ხომ არ შეიცვალა და თავშესაფარი ისევ საჭიროა თუ არა. შესაბამისად ყოველწლიურად რატიანი ვინმე პოპულარულ პირს აგინებს და საპასუხო გინების სქრინები საემიგრაციო სამსახურში მიაქვს. 2019-ში ისევ პატრიარქს აგინა, 20-ში და 21-ში ბიძინას, 22-ში ღარიბაშვილს, ხოლო წელს ხვიჩა კვარაცხელიას, მომავალ წელს ვის აგინებს ვნახოთ, ვინ დასჭირდება იმდროს.
“ რატიანის მეთოდი” შემდეგ გამოიყენა ლონდონში და მიუნხენში მყოფმა მღვდლებმა ჭიღლაძემ და ლომიძემ. განსაკუთრებით აგრესიული ჭიღლაძეა. წლების განმავლობაში პატრიარქს და საპატრიარქოს აგინებდა მოქმედი სასულიერო პირი. ჯერ სასულიერო პირი რომ ასეთ ტერმინებს იყენებს როგორი მოსასმენია, მერე მთელ მრევლს გადასწვდა, შემდეგ მთავრობას. საპატრიარქოში ამბობდნენ, არ აყვეთ ჭიღლაძეს, მას უნდა ჩვენ ეკლესიიდან მოვკვეთოთ და ამით ინგლისში თავშესაფარი მიიღოს, ამის სიამოვნებას მას არ მივანიჭებთო. საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა, ის კი ისევ აგრძელებს წყევლა-გინების კორიანტელს.
მიმდინარე თვეში გააქტიურდნენ ძმები ნემსაძეები, დღეში რამდენიმე ვიდეოს დებენ. სავარაუდოდ სექტემბერში საემიგრაციო სამსახურში უნდა მიიტანონ სქრინები, რომ თავშესაფრის ვადა გაუგრძელონ. ერთი ძმა საფრანგეთშია და მეორე გერმანიაში, ორი წლის წინ წავიდნენ.
ვინც არ იცის ძმები ნემსაძეები ვინ არიან, გეტყვით. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ ნაცების დროს, კეზერაშვილი მინისტრად ბაჩო ახალაიამ რომ შეცვალა, ნემსაძეები სამსახურიდან გაუშვეს. უცებ გამოჩნდნენ ესენი გაზეთის ფურცლებზე, მიტინგებზე, აგინებდნენ მიშას და ახალაიებს, არავის ხელი არ უხლია, ამბობდნენ მაშინაც და შემდეგაც კუდის აგენტები არიანო. არ ვიცი, მაგრამ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს ძალოვანი უწყებიდან და ასე მოკლე დროში როგორ აკურთხა გაზეთებმა სამხედრო ექსპერტებად და ნაცების წინააღმდეგ მებრძოლ რაინდებად, ეჭვს იწვევს. ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა მთავრობამ ნემსაძეები ახლოს არ გაიკარა, შესაბამისად ოცნებას დაუწყეს გინება და ნაციქოცი ერთიაო აყვირდნენ. ჯერ ბურჯანაძის მხარდამჭერად მოგვევლინენ, მერე პატრიოტთა ალიანსის, შემდეგ ვასაძის. ეს პარტიები რომ ჩაიძირა ალტ- ინფოს მიადგნენ, მათაც არ მიიკარეს და ალტ-ინფოს გინება დაუწყეს, ესენი ოცნების სატელიტები არიანო. მაგათ კალაძე აფინანსებსო. ყველასთან კონფლიქტში შედიოდნენ, მაგრამ ჩხუბზე ვერავინ წამოიკიდეს. ბოლოს ერთმა ძმამ ფეისბუქ ლაივი ჩაწერა-თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მსახიობი დანიშნესო, რა უნდა მსახიობს თავდაცვაში როცა აგერ ამდენი პროფესიონალი უმუშევარი ვართო. საუბარი იყო სერიალ შუა ქალაქის პერსონაჟ მარიკას როლის შემსრულებელ მსახიობზე. ამ გოგოს ძმა შემთხვევით სპორტულ დარბაზში გადაეყარა ნემსაძეს, მასთან მივიდა და ზრდილობიანად უთხრა, ჩემ დაზე რომ ინფორმაცია გაავრცელე, ხომ იცი რომ არასწორია და გამოდი და თქვი რომ შეგეშალაო. ნემსაძემ- კი არასწორად ვთქვი, ეგ არ ყოფილა მაგრამ შენ აქ რატომ მომივარდი, რა უფლებით მიყენებ პრეტენზიასო და შეაგინა. ამ ბიჭმა ვერ მოითმინა და დაარტყა. ძირს დაგდებული ნემსაძე პატრულის მოსვლამდე არ წამოდგა. პატრულმა მსახიობის ძმა დააკავა, რამდენიმე თვის შემდეგ გამოუშვა ჯარიმით და პირობითით. ნემსაძე კი საფრანგეთში გაფრინდა, ცოტა ხანში მას ძმაც მიყვა ოღონდ გერმანიაში. ეს ძმები უკვე ორი წელია მთავრობას აგინებენ, მის მომხრეებს, ზოგიერთ ოპოზიციას, მთლად ნაცებს რომ არ დაემსგავსონ პატრიარქს აქებენ, ხატებს და წმინდანთა სურათებს აზიარებენ.
ამ თვეში ყველაზე აგრესიულები ეს ძმებია, ნაცებსაც გადაასწრეს. ჯერ ღარიბაშვილს აგინეს შოვის მეწყერის გამო, მერე კობახიძეს, შემდეგ გომელაური ამოიჩემეს რა მამა ყავს ცუდად, მაგის მამის , დედის, ცოლის, შვილის და ყველა ოჯახის წევრის დედაცო.
დღეს რამდენიმე ნაცმა გაავრცელა ამ ძმების ახალი ვიდეოები, სათაურით ესენიც ნაცები ხომ არ არიან? აი ოცნებას უკვე მისი მომხრეებიც აგინებენო. როდის იყვნენ ესენი ოცნების მომხრეები? არასდროს, მაგრამ თავის სექტას ხომ დააჯერებენ.
თუ ვინმეს გინდათ ნახოთ როგორ შეუძლია ადამიანის სახედაკარგულ არსებას ყველას და ყველაფერს აგინოს, მათ გვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.
ბოლოს კიდევ ერთხელ განვმარტავ, თემა ეხება ემიგრანტთა ასეთ კატეგორიას და არა მშრომელ, წესიერ ემიგრანტებს.
ასეთ ყველაფრის მკადრებლებს კი ნუ აყვებით, გვერდი აუარეთ, ვითომ არც არსებობენ. ასეთებისთვის კარგი პასუხი არის იგნორირება”.