პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში  კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში  კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში  კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს   საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის   მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს  მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.