ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მისალოც ქარდებს აქვეყნებენ.
უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს პირველობის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.