როგორ ისჯება აშშ-ში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა?

როგორ ისჯება აშშ-ში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა?

აშშ-ის კონგრესში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა.

შეერთებულ შტატებში კონგრესის გამოძიებაზე ან შემოწმებაზე, მაგალითად, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის მოსმენაზე არმისვლა სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს.

სამართლებრივი საფუძველი: აშშ-ის კონსტიტუციის 1 მუხლის მერვე ნაწილი, რომლის თანახმადაც კონგრესს აქვს უფლება მისი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოოს გამოძიება.

კონგრესში გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით 100 ათას დოლარამდე ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით.

ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, თუ ადამიანი კონგრესში არ გამოცხადდება, კანონმდებლები საკითხს კენჭისყრაზე აყენებენ და მის საქმეს სასამართლო დევნის დაწყების მიზნით იუსტიციის დეპარტამენტს გადასცემენ.

თუ იუსტიციის დეპარტამენტმა ადამიანის სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარი განაცხადა, კონგრესს შეუძლია მიმართოს ფედერალურ სასამართლოს, რათა მან ის იძულების წესით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიყანოს.

კომისიაზე პირის არმისვლის გამო დასჯის კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს. თუ ადამიანი საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდება, კონგრესს თავისი მანდატურის მეშვეობით მისი დაკავება შეუძლია. ბოლოს ასეთი შემთხვევა 1935 წელს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ასეთი ფორმა კანონიერია, ის პოლიტიკურად სარისკოდ ითვლება.

2021-2022 წლებში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრს, სტივ ბენონს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ის კონგრესის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეს იძიებდნენ, არ მივიდა. მის საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

გარდა ამისა, 2023 წელს ლოის ლერნერმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა. მისი საქმე იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა, თუმცა მან სასამართლო დევნაზე უარი თქვა.