ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად გასაგებია, რომ ახლა ემოციური ფონია, თუმცა არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად გასაგებია, რომ ახლა ემოციური ფონია, თუმცა არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა

აბსოლუტურად გასაგებია, რომ ახლა ემოციური ფონია, თუმცა არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ახლა ემოციური ფონია, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა. სასურველია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები და ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება. როგორც კი იქნება ეს დასკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები“, - აცხადებს კობახიძე.