უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში ზოგან უკვე გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და გადავიდნენ შუალედურ ხაზზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში ზოგან უკვე გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და გადავიდნენ შუალედურ ხაზზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში ზოგან უკვე გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და გადავიდნენ შუალედურ ხაზზე.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთზე, ისევე როგორც ბახმუტის მიმართულებით, ჩვენი ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას, მტრის სერიოზული წინააღმდეგობის გავლით.

თუმცა, ჩვენმა ჯარებმა სამხრეთში ზოგან უკვე გაარღვიეს [რუსეთის] თავდაცვის პირველი ხაზი და გადავიდნენ შუალედურ ხაზზე. მტერმა [იქ] ფაქტობრივად ააგო საინჟინრო სიმაგრეები მთავარ სიმაღლეებზე. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ჩვენი ჯარების მოძრაობასა და თავად ბრძოლას.

სამხრეთშიც და აღმოსავლეთშიც მტერი აგროვებს თავის რეზერვებს. ახლა კი ძირითადად პროფესიულ ნაწილებს აგროვებს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.