შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობიენბა.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ქერჩის სრუტეში მოხდა. დაზიანებულია ტანკერ SIG-ის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა.
უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.