დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე

დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ვაშინგტონში გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ მას აკავებენ იმის გამო, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენე კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნები.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს ბრალი წაუყენა შემდეგი ოთხი მუხლით:

შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს.

შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება.

შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ.
საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა.

გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.