ბრაზილიის პრეზიდენტი: არც პუტინი და არც ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არიან

ბრაზილიის პრეზიდენტი: არც პუტინი და არც ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არიან

არც პუტინი და არც ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არიან, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

„ვიდრე ბრაზილია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს, არც უკრაინის და არც რუსეთის პრეზიდენტს არ სურთ ერთმანეთთან საუბარი. სამშვიდობო შეთანხმება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მოლაპარაკებისთვის მზად იქნებიან“, - აღნიშნა ბრაზილიის ლიდერმა.