რიო დე ჟანეიროში პოლიციამ ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ რეიდი მოაწყო.
ორმხრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაჯგუფება „ფაველების“ ლიდერები, ძმები ლემები. დაიჭრა პოლიციის ერთი ოფიცერიც.
ნარკოკარტელის წინააღმდეგ რეიდი ჩატარდა სან-პაულუში, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.