ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი პატიმრობაში იმყოფება

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი პატიმრობაში იმყოფება

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ 23 წლის ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი დაკავებულია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გაეროს ძალთა სარდლობის ინფორმაციით, მათ მიერ გაგზავნილ კითხვას, ტრევის კინგის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით ოფიციალურმა ფხენიანმა დადებითად უპასუხა.

მოქმედმა ამერიკელმა სამხედრომ, მეორე კლასის რიგითმა ტრევის კინგმა 18 ივლისს დემილიტარიზებულ ზონაში ყოფნისას უნებართვოდ გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და გადავიდა სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ის ჩრდილოკორეელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.