თურქეთის ქალაქ იზმირში, შვედეთის საპატიო საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
იზმირის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თურქეთის მოქალაქე.
შვედეთის გენერალური კონსული ოთხშაბათს გაემგზავრება იზმირში ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.