ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ახალი არმიების ჩამოყალიბება დაიწყო

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ახალი არმიების ჩამოყალიბება დაიწყო

რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში ზურგის გასაძლიერებლად ახალი მსხვილი შენაერთების შექმნა დაიწყო, თუმცა მობილიზაციის ახალი ტალღის გარეშე მას თუნდაც ერთი არმიის ჩამოყალიბებაც კი გაუჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ძირითადად იყენებდა მობილიზებულ რეზერვისტებს უკვე არსებული ფორმირებების შესავსებად და იშვიათად ქმნიდა ახალ მსხვილ შენაერთებს, მაგალითად, საერთო-საჯარისო არმიებს. გამონაკლისი იყო 2022 წლის ზაფხულში შექმნილი მე-3 არმიის კორპუსი, რომელმაც ცუდი შედეგები აჩვენა.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთმა, დიდი ალბათობით, დაიწყო ახალი მსხვილი შენაერთების შექმნა, რათა გააძლიეროს თავისი სახმელეთო ძალები. მათ რიცხვს განეკუთვნება 25-ე საერთო-საჯარისო არმია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.