დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიმამრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ მილიარდნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიმამრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ მილიარდნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიმამრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ მილიარდნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც რიში სუნაკმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოების გასახსნელად ლიცენზიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სუნაკის მეუღლის ოჯახის მფლობელობაში არსებული კომპანიის კიდევ ერთი კლიენტია ენერგეტიკული კომპანია „შელი“. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ახალი საბადოების ათვისება აუცილებელია, რათა ქვეყანა აღარ იყოს დამოკიდებული „უცხოელ დიქტატორებზე“.