ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 54 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება მოხდა პროთალიბანური პარტიის მიტინგზე ხაიბერ პახტუნხვაში, ავღანეთთან მოსაზღვრე პროვინციაში.
ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა „ჯამიათ ულემა-ისლამის“ პარტიის (ულტრაკონსერვატიული ისლამისტური პარტია) მიტინგზე, რომელიც მმართველი კოალიციის ნაწილია და ცნობილია თავისი მჭიდრო კავშირებით თალიბანთან ავღანეთში.