რუსეთის დედაქალაქს წუხელ კვლავ უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. აფეთქებების ხმა ისმოდა ბიზნესცენტრში „მოსკოვ-სიტი“. დრონების სამიზნეში ერთი-ერთი ცათამბჯენი მოექცა.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას, რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „მოსკოვ-სიტის“ ერთ-ერთ ცათამბჯენს დაეჯახა და ფასადი დააზიანა.