ტალინში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო დააკავეს, რომელმაც რუსეთის საელჩოს შენობას კვერცხები ესროლა

ტალინში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო დააკავეს, რომელმაც რუსეთის საელჩოს შენობას კვერცხები ესროლა

ესტონეთის პოლიციამ დააკავა რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელმაც ტალინში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობას კვერცხები ესროლა. ამის შესახებ Delfi წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციაში განმარტავენ, რომ დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი მუხლით.

იმის მიუხედავად, რომ პოლიციას დაკავებულის ვინაობა არ დაუზუსტებია, დაკავების ფაქტს ბაბჩენკო სოციალურ ქსელებში ადასტურებს. მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პოლიციის მანქანაში ზის.

ბაბჩენკო „მოსკოვსი კომსომოლეცისა“ და „ნოვაია გაზეტას“ სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, 2017 წელს მან რუსეთი დატოვა და ქვეყნის მთავრობას აკრიტიკებს. 2020 წლიდან რუსეთის მთავრობამ ბაბჩენკო ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. ის ასევე „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიყვანეს.