პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

აფეთქება ჩრდილო-დასავლეთ ბაჯაურის რაიონში მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ აფეთქება შესაძლოა, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.

ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქების შედეგად დაიღუპა იმ პარტიის ლიდერიც, რომლის ყრილობაც მიმდინარეობდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.