დიმიტრი მედვედევი: ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება

დიმიტრი მედვედევი: ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება

ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თუ „სხვა გამოსავალი“ არ იქნება, თუ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინა თავისი კონტრშეტევით დაიკავებს რუსეთის ტერიტორიას, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ ექნება.

„უბრალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გამოსავალი არ იქნება, თუ უკრაინა შეტევებით რუსეთის ტერიტორიას აიღებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილი შეტევა წარმატებული გამოდგა და მათ წაგვართვეს ჩვენი მიწის ნაწილი: მაშინ ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ჩვენმა მტრებმა უნდა სცენ პატივი ჩვენს მეომრებს. ისინი იცავენ გლობალური ბირთვული ცეცხლის გაღვივებისგან“, - განაცხადა მედვედევმა სოციალურ მედიაში.