ბრუნო ლე მერის თქმით, საფრანგეთს ჩინურ ბაზარზე უკეთესი წვდომა სურს

ბრუნო ლე მერის თქმით, საფრანგეთს ჩინურ ბაზარზე უკეთესი წვდომა სურს

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, საფრანგეთს სურს უკეთესი წვდომა ჩინურ ბაზარზე და უფრო „დაბალანსებული“ სავაჭრო ურთიერთობა და არა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისგან „განშორება“. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩვენ არ გვინდა რაიმე საკანონმდებლო დაბრკოლებების ან სხვა ბარიერების წინაშე აღმოვჩნდეთ ჩინურ ბაზრებზე წვდომისთვის“, - თქვა ბრუნო ლე მერმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი შეძლება „გაამყაროს ტონი“ ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ სურდათ არა ჩინეთიდან გამოყოფა, არამედ „რისკებისგან თავის დაღწევა“.

ჩინეთი საფრანგეთის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ფრანგული ფირმები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი, რომ შესაძლოა მოხვდნენ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მზარდი მეტოქეობის ქარცეცხლში.