პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას განიხილავენ

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას განიხილავენ

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არნოლიდას აბრამავიჩუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის მიზეზი ბელარუსში განლაგებული „ვაგნერის“ წევრების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებია.

„ეს შეიძლება, იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც საზღვარზე, მაგალითად, მიგრანტები გადაჰყავთ, რომლებიც ეცდებიან რამე არეულობა გამოიწვიონ საზღვარზე“, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.