ტრამპმა განაცხადა, რომ გასამართლების შემთხვევაშიც არ შეაჩერებს საპრეზიდენტო კამპანიას

ტრამპმა განაცხადა, რომ გასამართლების შემთხვევაშიც არ შეაჩერებს საპრეზიდენტო კამპანიას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასამართლების შემთხვევაშიც არ შეაჩერებს საპრეზიდენტო კამპანიას.

კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა წინასაარჩევნო კამპანიას მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს საიდუმლო დიკუმენტების უნებართვო შენახვაში, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:

არავითარ შემთხვევაში. კონსტიტუციაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს. მე ეს არ შემაჩერებს.

საიდუმლო დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს დამატებითი ბრალი წარუდგინეს. პროკურორების მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მომსახურე პერსონალს სათვალთვალო კამერების იმ ჩანაწერის განადგურება დაავალა, რომელიც დოკუმენტების შესანახ ოთახს იღებდა.