ხორვატიის კუნძულ ჩიოვოზე ხანძრის შედეგად 400 ჰექტარი ფართობი დაიწვა. მეხანძრეებმა მოახერხეს, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე არ გადასულიყო.
ოპერაციაში 100-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. საჭირო გახდა ავიაციის გამოყენებაც.
ამ დრომდე ვერ ხერხდება ტყის ხანძრების ლოკალიზება საბერძნეთსა და იტალიაში. სტიქიის ზონიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია ხორციელდება.
მთლიანობაში ტყის ხანძრებს ევროპის 9 ქვეყანა ებრძვის.