ამერიკული „აბრამსის“ ტანკების პირველი პარტია უკრაინაში, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩავა

ამერიკული „აბრამსის“ ტანკების პირველი პარტია უკრაინაში, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩავა

ამერიკული „აბრამსის“ ტანკების პირველი პარტია უკრაინაში, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩავა. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აგვისტოში შეერთებული შტატები რამდენიმე ტანკს გერმანიაში გაგზავნის, სადაც ისინი საბოლოო მოდიფიკაციას გაივლიან. შემდეგ კი ტანკები უკრაინაში გაიგზავნება.

საერთო ჯამში, შეერთებული შტატები უკრაინას „აბრამსის“ 31 ტანკს გადასცემს.