საიდუმლო დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს დამატებითი ბრალი წარუდგინეს

საიდუმლო დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს დამატებითი ბრალი წარუდგინეს

საიდუმლო დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს დამატებითი ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ BBC წერს.

საქმე ეხება სამ ეპიზოდს. მათ შორისაა საიდუმლო დოკუმენტების უნებართვო შენახვა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. საქმეს ახალი დეტალიც დაემატა.

პროკურორების მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მარ ალაგოს რეზიდენციაში მომსახურე პერსონალს სათვალთვალო კამერების იმ ჩანაწერის განადგურება დაავალა, რომელიც დოკუმენტების შესანახ ოთახს იღებდა.