დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ საიდუმლო დოკუმენტები შემთხვევით მალიში გააგზავნა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ საიდუმლო დოკუმენტები შემთხვევით მალიში გააგზავნა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ საიდუმლო დოკუმენტები შემთხვევით მალიში გააგზავნა. Reuters-ი წერს, რომ საიდუმლო დოკუმენტები აფრიკის ისეთ სახელმწიფოში მოხვდა, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

დოკუმენტები ზებგერითი რაკეტების დამზადების შესახებ კვლევებს შეიცავდა. შეცდომა ელექტრონული ფოსტის არასწორად მითითებამ გამოიწვია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ მალიში საიდუმლო დოკუმენტები პენტაგონმაც გაგზავნა.