საბერძნეთში სამაშველო ოპერაციის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში სამაშველო ოპერაციის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში სამაშველო ოპერაციის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ათენთან ახლოს მოხდა.

ტყის მასშტაბურ ხანძრებს ერთდროულად რამდენიმე კუნძულზე ებრძვიან. სამუშაოებში ბერძენ მეხანძრეებს ათობით სხვა ქვეყნიდან ჩასული ჯგუფები ეხმარებიან. თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მაღალი ტემპერატურის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.