გაეროში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი შავ ზღვაში შესაძლოა სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

გაეროში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი შავ ზღვაში შესაძლოა სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

გაეროში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი შავ ზღვაში შესაძლოა სამოქალაქო გემებს თავს დაესხას. ბარბარა ვუდვორდმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია ლონდონმა დაზვერვის სამსახურებისაგან მიიღო.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლებელია უკრაინული მარცვლეულის ობიექტების სამიზნეების არეალი გაზარდონ და მათ შორის შავ ზღვაში მცურავი სამოქალაქო გემებიც მოხვდნენ. ამ საკითხზე პრემიერ მინისტრი სუნაკი პრეზიდენტ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. პრემიერი შეშფოთებულია იმითაც, რომ რუსეთი დამანგრეველ დარტყმებს აყენებს ოდესას. დიდი ბრიტანეთი მჭიდრო კავშირშია გაეროსთან და თურქეთთან, რათა აღდგეს შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა.