ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შენიშნეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შენიშნეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მოშორებით, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შენიშნეს.

სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განაცხადებით, ადგილზე ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა, არ შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტებს.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავებზე დაშვების მოთხოვნას, მათ შორის მე-3 და მე-4 ენერგობლოკებზე, რომელთა მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.