სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთის შესაძლებლობა ჩაახშოს დრონები ანელებს უკრაინის წინსვლას

სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთის შესაძლებლობა ჩაახშოს დრონები ანელებს უკრაინის წინსვლას

სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შესაძლებლობა ჩაახშოს დრონები ანელებს უკრაინის წინსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უკრაინელმა გენერალმა აღნიშნა, რომ რუსები დიდ დანაკარგს განიცდიან, თუმცა დასძინა, რომ აშკარაა, რომ კონტრშეტევის პროგრესი ნელია.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს რადიოელექტრონულ ომში.

„სამწუხაროდ, ამ მხრივ ოკუპანტები ჩვენზე ბევრად წინ წავიდნენ. თქვენ არ გჭირდებათ დრონის ჩამოგდება საზენიტო რაკეტებით ან საზენიტო იარაღით. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ იგი დაეშვას, ჩაერიოთ რადიოელექტრონული ომით. რუსეთს დღეს აქვს ძლიერი სისტემები, რომლითაც ერევიან ჩვენი თავდაცვის ძალების მუშაობაში. რუსეთს ასეთი სისტემები საკმარისი რაოდენობით აქვს. უკრაინამ მიაღწია პროგრესს რადიოელექტრონულ ომში, მაგრამ ჩვენ გვიან დავიწყეთ, უფრო ადრე უნდა განვითარებულიყო [ეს სფერო]“, - აღნიშნა იგნატმა.