მამუკა მდინარაძე FARA-ს დოკუმენტებზე: ფორმალობის მიღმა, კულისებში ხდება ათასჯერ მეტი რამ, რასაც ვებრძვით, ვუმკლავდებით და აუცილებლად გავუმკლავდებით, რადგან საკუთარი მორალის, ქვეყნისა და ხალხის წინაშე მართლები ვართ

მამუკა მდინარაძე FARA-ს დოკუმენტებზე: ფორმალობის მიღმა, კულისებში ხდება ათასჯერ მეტი რამ, რასაც ვებრძვით, ვუმკლავდებით და აუცილებლად გავუმკლავდებით, რადგან საკუთარი მორალის, ქვეყნისა და ხალხის წინაშე მართლები ვართ

ფორმალობის მიღმა, კულისებში ხდება ათასჯერ მეტი რამ, რასაც ვებრძვით, ვუმკლავდებით და აუცილებლად გავუმკლავდებით, რადგან საკუთარი მორალის, ქვეყნისა და ხალხის წინაშე მართლები ვართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არავის სჯერა, რომ საქართველოს დასაზიანებელ კამპანიაში მხოლოდ 4 მილიონია გადახდილი. არის ორი მსხვილი კომპონენტი საქართველოს საწინააღმდეგოდ. ერთი არის დავალების მიმცემების, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მსჯელობა და შემდეგ ამ მსჯელობის შედეგად მოქმედება, რომელსაც ახორციელებენ ქვეყნის გარედან და შიგნიდან მათი აგენტები. მეორეა იმ ნაწილში ფულის გადახდა, რომლის ფორმალიზებაც აუცილებელი გახდა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ლობისტებს რომ ასე ღიად ემოქმედათ, ამიტომ გახდა ხელშეკრულების გაფორმება საჭირო, თორემ არაფერში დასჭირდებოდათ, ისედაც უპატრონებდნენ ამ თემას. რაც გახდა აუცილებელი ფორმალიზებული ყოფილიყო, იქიდანაც კი იმხელა და იმდენ ამ ქვეყნისთვის ცუდ რაღაცებს ვიგებთ და იმის უკან რა დგას უკვე მარტივი წარმოსადგენია და რამდენად დიდ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. სწორედ ის, რომ ამ ფორმალიზების ნაწილში გახდნენ ვალდებულები, ჩაეწერათ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კულისებში ხდება ათასჯერ მეტი რამ, რასაც ვებრძვით, ვუმკლავდებით და აუცილებლად გავუმკლავდებით იმიტომ, რომ მართლები ვართ საკუთარი მორალის, ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ნამდვილად არის საფრთხის წინაშე ამ ქვეყნის მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი. ადამიანები, რომლებიც ამას ებრძვიან ისინი პოზიციონირდებიან თითქოს პროდასავლელებად და ადამიანები, რომლებიც იცავენ, უნდათ, რომ პრორუსებად შერაცხონ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.