ხაბეიშვილისა და ვაშაძის ამ გაერთიანებამ [„გამარჯვების ერთობა“], რომელიც უფრო პაროდიაა ვიდრე გაერთიანება, ერთადერთი, რაც გამახსენა, არის არაჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოები „ყვარყვარე თუთაბერი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“.
„ჩვენ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით უნდა ვაჩვენებდეთ იმ პროგრესს და იმ პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ქვეყნის წინაშე არსებული საკითხებისადმი, რომელიც შემდგომ უკვე არჩევნების დროს საზოგადოების მხრიდან გაიზომება. ეს ადამიანები [ოპოზიცია] პირიქით იქცევიან. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ საქმიანი არაფერი შემოუთავაზებიათ. მათ ასეთ ხელოვნურ ერთობაში მხოლოდ ერთადერთი მიზანი იკითხება - ეძებენ გზებს რაიმენაირად მომდევნო მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატი ჰქონდეთ. ხაბეიშვილისა და ვაშაძის ამ გაერთიანებამ [„გამარჯვების ერთობა“], რომელიც უფრო პაროდიაა ვიდრე გაერთიანება, ერთადერთი, რაც გამახსენა, არის არაჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოები „ყვარყვარე თუთაბერი“ და თუ გაიხსენებთ, იქ არის ორი ძალიან საინტერესო პერსონაჟი, რომელიც ზუსტად, როგორც ეს ორი ადამიანი, გაერთიანდება ბუხრის წინ. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულებები პირველ რიგში არის შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების, რადგან ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არანაირი იდეის, ღირებულებების და პრინციპების გარშემო არ ერთიანდებიან, არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში იმას აზიანებენ, რომ ყველას ინტერესია, რომ ამ ქვეყანას ევროპული ტიპის ოპოზიცია ჰყავდეს. ესენი არიან ბოლშევიკური ტიპის ადამიანები, სწორედ ამიტომ ჰგვანან იმ პერსონაჟებს, რომლებიც გაიგივებულები არიან მედროვეებთან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.