გიორგი მარგველაშვილი FARA-ს ახალ დოკუმენტზე: თუ მექრთამედ გადავწყვიტე გახდომა ამ სიბერეში, 11 500 დოლარზე დავყაბულდი?!

გიორგი მარგველაშვილი FARA-ს ახალ დოკუმენტზე: თუ მექრთამედ გადავწყვიტე გახდომა ამ სიბერეში, 11 500 დოლარზე დავყაბულდი?!

„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.

„სერიოზული კომენტარი არის ის, რომ ბინძურ, ტყუილებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. თუ მექრთამედ გადავწყვიტე გახდომა ამ სიბერეში, 11 500 დოლარზე დავყაბულდი?!“ - აცხადებს მარგველაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.

amo ბიძინას უმადლოდე, თორემ მაგდენიც არ ღირხარ.
1 წლის უკან
ლაზი მეკარტოფილეობისა და წინდების ქსოვის ფონზე , არ უნდა ჩანდეს დასაწუნ თანხად. თანაც ქრთამი რა შუაშია, პეტიციაზე მუშაობისთვისო, ასე წერია.
1 წლის უკან