მამუკა მდინარაძე: FARA-ს დოკუმენტებით ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოატყუეს და რა შეასაღეს, საუკუნის რა აფერა დადგეს ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად. ამერიკაში მოქმედი, „რუსული კანონის“ მიხედვით, ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ

მამუკა მდინარაძე: FARA-ს დოკუმენტებით ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოატყუეს და რა შეასაღეს, საუკუნის რა აფერა დადგეს ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად. ამერიკაში მოქმედი, „რუსული კანონის“ მიხედვით, ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ

FARA-ს დოკუმენტებით ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოატყუეს და რა შეასაღეს, საუკუნის რა აფერა დადგეს ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად. ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ მიხედვით, ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის, ისიც, რომ სამწუხაროდ, აშშ-ის თანამშრომელი ამ კამპანიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში, FARA-ს დოკუმენტებით დასტურდება, რომ მასში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს კონკრეტული წარმომადგენელი.

„ახლა ჩვენი ოპონენტები და მისი ტელევიზიები ცდილობენ, ნარატივი წაიყვანონ, რომ „რა კანონდარღვევა იყო?“. შესაძლოა, არც მარგველაშვილის ქმედებაში იყო კანონდარღვევა. მას შეუძლია პეტიციები მოამზადოს ან სხვისი მომზადებული პეტიცია შეასაღოს საზოგადოებას, რომ მისი მომზადებულია, ხელი მოაწერინოს 150 ადამიანს ამ პეტიციაზე, ვითომ და მომაკვდავი სააკაშვილის გადარჩენის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს კამპანია და მისი დისტრიბუცია, რაც FARA-ში წერია, ეს ერთი მომენტი დაფინანსდა 11 500 დოლარით. შესაძლოა, ამაში დანაშაული არ იყოს, მაგრამ შესაძლოა იყოს პოლიტიკური დანაშაული, პოლიტიკური ამორალურობა.

სიყალბის გაყიდვის მცდელობა, ასე ცალკე აღებული, შესაძლოა, უკანონო არ არის. აბა, უკანონო რა აღმოაჩინეთ ამ მოქმედებაში? შესაძლოა, ისეთი ამაზრზენი განცხადება გააკეთოს ადამიანმა, რომ დააზიანოს საკუთარი ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში. შემდეგ მოგადგებიან „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის წარმომადგენლები და გკითხავენ, აბა, უკანონო რა იყო ამ განცხადებაში? რატომ არ სჯით? რატომ არ იჭერთ? აი, ეს არის ყველაზე ბოლო, უსუსური არგუმენტი - რა იყო უკანონობა და რა იყო კანონდარღვევა? შესაძლოა, არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, შესაძლოა, არ იყოს ადმინისტრაციული რაიმე გადაცდომა, მაგრამ პოლიტიკურად ამ ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იყოს, როგორც ამ შემთხვევაში გვქონდა“, - განაცხადა მდინარაძემ.