საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 6 თვეში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 6 თვეში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა,   სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა  სახელმწიფო საკუთრებაში.