ფრიტატა კარტოფილის ჭიქაში

ფრიტატა კარტოფილის ჭიქაში

ინგრედიენტები

600   გრამი კარტოფილი

1   ს/კ ფქვილი

2   ს/კ ზეთი

მარილი და პილპილი

7   ცალი კვერცხი

1/4  ჭიქა დაჭრილი ბულგარული წიწაკა

1/4  ჭიქა დაჭრილი ხახვი

1/4  ჭიქა დაჭრილი ხალაპენიო

1/4  ჭიქა ნაღებისა და რძის ნარევი

1/4  ჭიქა დაჭრილი ქინძი

1/2  ჭიქა გახეხილი ან დაფშვნილი ყველი

1 1/2  ს/კ მწვანე ჩილი

1/2  ჩ/კ ძირა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადებ

გათალეთ და მსხვილად გახეხეთ კარტოფილი, გაავლეთ წყალში და შემდეგ კარგად გადაწურეთ. რჩევა: ლიმონის წვენი თქვენს კარტოფილს თეთრ ფერს შეუნარჩუნებს.

შეურიეთ გახეხილ კარტოფილს ფქვილი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. გემოვნებისამებრ დაამატეთ სხვა სანელებლები ან გახეხილი ყველი.

წაუსვით ცხიმი 12 ჭიქიან მაფინების/კექსის საცხობ ფორმას. ჩააფინეთ ფორმებში გახეხილი კარტოფილი ისე, რომ ბუდეს დაემსგავსოს. ნორმალურია, თუ კარტოფილი ამოცდება ზედაპირს, რადგან ცხობისას ის მაინც შევიწროვდება.

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 C–ზე 30–40 წუთის განმავლობაში. ცხობის დრო ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხრაშუნა ჭიქები გსურთ, გამოვიდეს.

სანამ ჭიქები გამოცხვება, მოამზადეთ ფრიტატა. კარგად მოთუშეთ ტაფაზე ხახვი, ხალაპენიო(ცხარე წიწაკა) და წითელი ბულგარული წიწაკა ერთ ჩაის კოვზ ზეთთან ერთად. კვერცხის დამატებამდე ცოტა შეაგრილეთ.

კარგად ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ მოთუშული ბოსტნეული, ნაღები, ძირა, ქინძი, მწვანე ჩილი და ყველი. მარილი და პილპილი გემოვნებით.

გამოიღეთ კარტოფილის ჭიქები ღუმელიდან და შეავსეთ კვერცხის ნარევით. შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ 10–15 წუთით, კვერცხის გამყარებამდე.