ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს. სახალხო პარტია საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ 136 მანდატს მიიღებს, მმართველი სოციალისტური მუშათა პარტია კი 122 მანდატს დასჯერდება.
გარდა ამისა, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ პარლამენტში 33 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, კოალიცია „სუმარი“ კი 31 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში ვერცერთი პოლიტიკური სუბიექტი ვერ შეძლებს და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევს.