ისრაელის პოლიციამ მანიფესტანტები წყლის ჭავლით დაშალა. ათობით ათასი ადამიანი მთავრობის მიერ ინიციირებულ სასამართლო რეფორმას იერუსალიმის ქუჩებში აპროტესტებდა. პარალელურად, თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გამართეს რეფორმის მხარდაჭერებმა.
გვიან ღამით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერმა, რომელსაც გუშინ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ქნესეტში დაგეგმილ კენჭისყრას აუცილებლად დაესწრება. საპროტესტო გამოსვლები ისრაელში იანვარში დაიწყო. ოპოზიცია ნეთანიაჰუს სასამართლოს უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებს.