ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვაჩინეთში, ჰეილონჟანის პროვინციის ერთ-ერთი სკოლის შენობაში სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დარბაზში ფრენბურთელი გოგოები ვარჯიშობდნენ. 19 ადამიანიდან, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს დარბაზში იმყოფებოდა 4-მა იქიდან თავისით გამოაღწია, კიდევ 4 ადგილზე მისულმა მაშველებმა გადაარჩინეს. ადგილობრივი მედია 11 გარდაცვლილის შესახებ იტყობინება - უმეტესობა ბავშვია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომლის წინასწარი შედეგებითაც ირკვევა, რომ სახურავზე უკანონოდ იყო დალაგებული ვულკანური შუშა, რომელზეც წვიმის წყალი გროვდებოდა. შედეგად, სახურავმა დამატებით სიმძიმეს ვერ გაუძლო, რამაც მისი ჩამონგრევა გამოიწვია.