უძღებ შვილი თავის ბუნაგს დაუბრუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა გიორგი ვაშაძის მისამართით განაცხადა.
ცაგარეიშვილი გამოეხმაურა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ხაბეიშვილ-ვაშაძის გადაწყვეტილებას.
„ეს ადამიანები ლამობენ პარტიულ სიაში გარკვეული ადგილების მოპოვებას, ეს პოლიტიკური ხეტიალი ქართულ პოლიტიკაში ზოგადად კარგად არ მთავრდება. დარწმუნებული ვარ ყოველი ამგვარი ნაბიჯი შეთანხმებული იქნებოდა ადეიშვილთან, რომელიც არის მისი შემქმნელი. არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძე ზოგადად ტროას ცხენად გადაიქცეს „ნაცმოძრაობაში“ და უფრო მოშალოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული სხეული და უფრო გადაკიდო ერთი მეორეს ხალხი“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.