მეუფე იაკობი: ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები ისე, როგორც უკრაინას ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში. ჩვენც ჩამოვყალიბდებით

მეუფე იაკობი: ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები ისე, როგორც უკრაინას ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში. ჩვენც ჩამოვყალიბდებით

თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები ისე, როგორც უკრაინას ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში. ჩვენც ჩამოვყალიბდებით. ის ომი მორჩება და მსოფლიოც გადანაწილდება, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ევროკავშირსა და ევროპარლამენტს მიმართა.

„2008 წელს ჩვენმა გმირებმა იბრძოლეს და რუსებიც კი გაოგნებულები დარჩნენ ჩვენების ბრძოლით. ყველა გაწყდა და უკან არ დაუხევიათ. ანწუხელიძე გავიხსენოთ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტია. უკრაინა-საქართველო, საუბარი წავიდა ჩვენზე რომ აუცილებლად გავხდებოდით ნატოს წევრები, 2008 წელსვე დაგვსაჯა რუსეთმა. დახმარება ის იყო, რომ ჩვენი ძირძველი მიწა, ჩვენი ძმების, აფხაზეთისა და ოსების მხარე ჩამოგვაჭრეს. ქართველი არასდროს შეეგუება მაგის დაკარგვას. ეს დაკარგული არ არის, დროებით წართმეული და წართმეულის დაბრუნება უნდა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიყოთ ძლიერად.

მინდა, მივმართო ევროკავშირსა და ევროპარლამენტს - რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩაეწერათ, მაგრამ ჩაიწერა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო?! დავალებას ჩვენ რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან?! თუ დავალებას გვაძლევთ დაგვაცადეთ და როცა აღვასრულებთ, ვადებს რატომ მიწესებ, იმიტომ რომ შემოდგომაზე კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერები ვართ.

2012 წელს პატრიარქი და პირადად მე, შევხვდი ორჯერ ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე და მერე ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმა და მეც ვუთხარი, (სხვა არავინ არ ყოფილა, არ დაიჯეროთ) არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს.

დღეს ქართველი ხალხი რას ითხოვს? - მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები ისე, როგორც უკრაინას ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში. ჩვენც ჩამოვყალიბდებით. ის ომი მორჩება და მსოფლიოც გადანაწილდება. სანამ ისრაელივით არ გავძლიერდებით, არ დაგვაფასებენ“, - აგანაცხადა მეუფე იაკობმ.