ვახტანგ ჭარაია: წესით საქართველო შეძლებს წელს იმაზე უკეთესი შედეგით წლის დასრულებას, ვიდრე ეს არის ნაწინასწარმეტყველები, თუ პროგნოზირებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ

ვახტანგ ჭარაია: წესით საქართველო შეძლებს წელს იმაზე უკეთესი შედეგით წლის დასრულებას, ვიდრე ეს არის ნაწინასწარმეტყველები, თუ პროგნოზირებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.

„საქართველოს აქვს კარგი ფინანსური მაჩვენებლები, კარგი მაკრო მაჩვენებლები, რომელიც აღნიშნულია სავალუტო ფონდის მხრიდან და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა და მართლაც მნიშვნელოვანი რყევა არ მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, წესით საქართველო შეძლებს წელს იმაზე უკეთესი შედეგით წლის დასრულებას, ვიდრე ეს არის ნაწინასწარმეტყველები, თუ პროგნოზირებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. უმთავრესად ამის მიზეზად, მე მივიჩნევ იმ სტაბილურობას, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა მიუხედავად რეგიონული, თუ გლობალური სირთულეებისა“, -განაცხადა ექსპერტმა.