ჰერმან საბო ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე: შეიძლება მათ დაარქვეს გამარჯვების პლატფორმა, მაგრამ ეს არის დამარცხების ფორმულით

ჰერმან საბო ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე: შეიძლება მათ დაარქვეს გამარჯვების პლატფორმა, მაგრამ ეს არის დამარცხების ფორმულით

შეიძლება მათ დაარქვეს გამარჯვების პლატფორმა, მაგრამ ეს არის დამარცხების ფორმულით , - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის შეფასებისას განაცხადა.

„ასეთი ფორმით მექანიკურ გაერთიანებებს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, რომლის მთავარი იდეაა, რომ ბიძინა ცუდია, „ქართული ოცნება“ ძალიან მარტივად უგებს ბოლო 10-11 წელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ვერ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე“, - განაცხადა საბომ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.