ჟოლოს მარმალადი

ჟოლოს მარმალადი

ინგრედიენტები

1/4  ჭიქა წყალი

300   გრამი ჟოლო (ან მარწყვი)

300   გრამი შაქარი

1/2  ცალი ლიმონის წვენი

მომზადებ

წყალი ქვაბში ჩაასხით. დაუმატეთ ჟოლო (ან მარწყვი) და შაქარი.

ადუღეთ ცოტახნით. ურიეთ დროდადრო, რათა არ დაიწვას.

შეურიეთ ლიმონის წვენი.

როცა ხელახლა ადუღდება, მარმალადი უკვე მზად არის.

თუ საკონდიტრო თერმომეტრი გაქვთ, გამორთვამდე შეამოწმეთ მარმალადის ტემპერატურა (უნდა მერყეობდეს იყოს 103–105 C-ს შორის).

რჩევები:

მარმალადი უფრო გემრიელი გამოვა თუ დაბალ ტეპმერატურაზე ადუღებთ.

დუღილისას ჟოლო ადვილად რბილდება, მარწყვი კი არა. ამიტომაც მარწყვი ოთხად გაჭერით და ისე მოათავსეთ ქვაბში.

მარმალადი ჯემს გავს, თუმცა მათ შორის განსხვავება ხილის პროცენტულ მაჩვენებელშია. მარმალადში 25% ხილია, ხოლო ჯემში – 45 %.

შაქრის პროცენტული წილის წყალობით, მარმალადი, შეგიძლიათ, ქილაში დიდი ხნით შეინახოთ.