გერმანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს პოლონეთს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ბელარუსიდან „ვაგნერის“ მებრძოლების პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა კითხვას, შეშფოთებულია თუ არა გერმანია ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნით და პოლონეთის საზღვარზე თავდასხმის პერსპექტივით.
„ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიზიკურად ვიკრიბებით თავდაცვის მინისტრების დონეზე, არამედ სხვაგვარადაც. იქ, სადაც ჩვენს პოლონელ მეგობრებს მხარდაჭერა სჭირდებათ, ისინი ამას მიიღებენ“, - უპასუხა პისტორიუსმა.