ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება და რატიფიცირებული არ იქნება, ომი ძალიან სავარაუდოა

ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება და რატიფიცირებული არ იქნება, ომი ძალიან სავარაუდოა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება და რატიფიცირებული არ იქნება, ომი ძალიან სავარაუდოა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

„ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობდით, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.