ვოლოდიმირ ზელენსკი: ქერჩის ხიდი საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ეს მტრის ობიექტი და ჩვენი სამიზნეა

ვოლოდიმირ ზელენსკი: ქერჩის ხიდი საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ეს მტრის ობიექტი და ჩვენი სამიზნეა

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას ელოდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს კონტრშეტევები გავაძლიეროთ. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მხრივ, კიევს შეერთებული შტატები დაეხმარება.

„ჩვენ დიდხანს ველოდით, რომ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მოგვაწვდიდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხს მოაგვარებს, რადგან სწორედ მას ეკისრება წამყვანი როლი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ცაში რუსეთი დომინირებს. მადლობლები ვართ, რომ პარტნიორები ჩვენი პილოტების დაცვას უზრუნველყოფენ. მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი პატარა ლოგისტიკური გზა არ არის. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა. ამიტომ, გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ნეიტრალიზებული უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.