მექსიკაში, გზატკეცილზე მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 148 ადამიანი აღმოაჩინეს, მათ შორის 23 ბავშვი, რომელიც თანმხლები პირის გარეშე მოგზაურობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ვერაკრუზის შტატში მოხდა. მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, მანქანაში აღმოჩენილი ადამიანები ცენტრალური ამერიკიდან - ჰონდურასიდან, გვატემალიდან და ელ სალვადორიდან წამოსული მიგრანტები არიან. მათ საჭირო სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს.
ამ ეტაპზე პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს.