„რეფორმების ჯგუფის“ წევრები გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„რეფორმების ჯგუფის“ წევრები გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ საპარლამენტო „რეფორმების ჯგუფის“ წევრები გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძეს ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაა. ვაშაძე და მანჯგალაძე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

რეფორმების ჯგუფში ვაშაძისა და მანჯგალაძის გარდა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატები თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე შედიან. მათი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილების შესახებ მათ ტელევიზორიდან შეიტყვეს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.