ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დემონსტრანტებმა, რეფორმის გაუქმების მოთხოვნით, თელ-ავივის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ისრაელის ცხენოსანმა პოლიციამ დაშალა. დაკავებულია სულ მცირე 15 ადამიანი.
მასობრივი საპროტესტო აქციები ისრაელში მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის გეგმა წარადგინა.
პარლამენტმა ივლისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.